კონფიდენციალურობა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს და განსაზღვრავს idrive.ge-სთვის თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღების და დამუშავების წესს. თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხორციელდება წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული წესით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით, თქვენ აცნობიერებთ და თანხმობას აცხადებთ, რომ აღნიშნული თქვენთვის ხელმისაწვდომია, გასაგებია და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.

ვინ ვართ ჩვენ?

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებები idrive.ge-ზე (შემდგომში “ჩვენ” / “კომპანია”) გულისხმობს პლატფორმას, რომელიც განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებს, აწესებს პერსონალური მონაცემების შენახვის ვადას და უზრუნველყოფს იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოდ შენახვას.

როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?

თქვენი პირადი მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება ვებ-გვერდზე შემდეგი მოქმედებების განხორციელებისას:

  • თქვენს მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას;
  • ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის გამოყენებისას;
  • მზა ჩანაწერების („Cookies“) და მსგავს ტექნოლოგიურ საშუალებათა გამოყენებისას თქვენი გამოცდილების პერსონალიზირებისა და გაუმჯობესების მიზნით.

აღნიშნული მოიაზრებს ჩვენს ვებ-გვერდსა და სხვა დისტანციურ პლატფორმებზე ნავიგაციის გამარტივებას, ძიების პარამეტრების გაუმჯობესებას, ვებ-გვერდის ოპტიმიზაციას, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზებას, მარკეტინგს და მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციას.

რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ?

თქვენს შესახებ ინფორმაცია და მონაცემები, რომელთა შეგროვება, შენახვა, გამოყენება და დამუშავებაც შეგვიძლია, შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი მონაცემებით:

პერსონალური (იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი) ინფორმაცია

  • მომხმარებლის ანგარიშის დეტალები, მათ შორის: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი მისამართი, საფოსტო კოდი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ა.შ;
  • ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენ მიერ შექმნილი მომხმარებლის სახელი და პაროლი;
  • სერვისებით სარგებლობისთვის საჭირო საგადახდო ინფორმაცია;
  • თქვენ მიერ გამოყენებულ ბრაუზერში ნებადართული სხვა დემოგრაფიული ინფორმაცია.

ნებაყოფლობითი ინფორმაცია

ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ნებაყოფლობით სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, როგორიცაა ელ.ფოსტა, ვებ-გვერდის მხარდაჭერის გუნდთან კომუნიკაცია ან სხვა მომხმარებლებთან ურთიერთობა, ასევე ინფორმაცია თქვენი პირადი ინტერესების შესახებ.

ავტორიზაციის ისტორია და ტექნიკური ინფორმაცია

სერვისების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების გაზიარების მიზნით, ვაგროვებთ თქვენი მოწყობილობით გადმოცემულ ტექნიკურ ინფორმაციას (მათ შორის ბრაუზერის/ოპერაციული სისტემის ტიპი, ენა, შესვლის დრო, დომენის სახელი და ა.შ.).

ინფორმაცია მოწყობილობისა და დაკავშირების შესახებ

თუ თქვენს მოწყობილობაზე ტვირთავთ ჩვენს პროგრამულ უზრუნველყოფას, შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია მოწყობილობაზე უსაფრთხოების დაცვისა და თაღლითობის პრევენციის მიზნით, მათ შორის გამოვავლინოთ, ხომ არ იყენებთ აპლიკაციებს, რომლებიც დაკავშირებულია თაღლითურ ქმედებებთან ან არასტანდარტულ კავშირებს (მაგ. VPN, Proxy).

ანალიტიკური ინფორმაცია

შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ მიერ სერვისების გამოყენების შესახებ, როგორიცაა ნანახი გვერდები, კონკრეტულ გვერდზე დახარჯული დრო, დაწკაპუნებები, ქმედებები, დროის მარკები და სხვა. ინფორმაციის შეგროვება ხდება ინციდენტების აღმოფხვრის, ასევე სერვისების გამოყენების შესახებ კვლევისა და ანალიზის მიზნებისთვის.

არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია

შეგვიძლია განვახორციელოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დე-იდენტიფიკაცია და ანონიმიზაცია ისე, რომ ვერ განხორციელდეს თქვენი პირდაპირი ან არაპირდაპირი იდენტიფიცირება. ასეთი მონაცემების გამოყენება და გამჟღავნება აღარ ექვემდებარება წინამდებარე პოლიტიკის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებს და შესაძლებელია განუსაზღვრელი ვადით.

რა მიზნით ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

  • ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად;
  • ახალი მომსახურებების დასანერგად;
  • მომხმარებლების ქცევის მონიტორინგისა და ანალიზისათვის;
  • უკუკავშირის მიღებისა და ხარვეზებზე დროულად რეაგირებისთვის;
  • ვებ-გვერდზე აქტივობასთან დაკავშირებული შეტყობინებების გამოსაგზავნად;
  • ვებ-გვერდის არასათანადოდ გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;
  • მარკეტინგული ქმედებების განსახორციელებლად;
  • კომპანიისა და მისი მომხმარებლების კანონიერი ინტერესების დასაცავად;
  • სხვა ლეგიტიმური მიზნებისთვის, კანონმდებლობის ფარგლებში.

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

მონაცემთა დამუშავების კანონიერ საფუძველზე, კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გავუზიაროთ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ პირებს მომსახურების ხარისხიანად გასაზრდელად.

რა დროით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვახორციელებთ იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად. მიზნის მიღწევის შემდეგ, იდენტიფიცირებული ან/და იდენტიფიცირებადი ინფორმაცია ინახება წინამდებარე პოლიტიკისა და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული წესით და ვადებით. დე-იდენტიფიცირებული მონაცემები შეიძლება შეინახოს განუსაზღვრელი ვადით.

უსაფრთხოება

ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვიღებთ ყველა საჭირო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომას, თუმცა სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ ვებ-აპლიკაციის სერვისებს. არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა გონივრულ ზომას ამგვარი შეღწევის აღსაკვეთად.

თქვენი უფლებები

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;
  • მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
  • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ დამუშავების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა და ის გაწვეულია;
  • მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა სადავო სიზუსტის, დამუშავების უკანონობის ან სხვა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას;
  • ნებისმიერ დროს გაიწვიოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამუშავება ეფუძნება სხვა კანონიერ საფუძველს;
  • წარადგინოთ პრეტენზია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით, მათ შორის ზედამხედველ ორგანოში ან სასამართლოში.

თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით ან ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინტერესებს, ზედამხედველობის ორგანოების ფუნქციათა შესრულებას ან კანონის მიერ დაცულ საიდუმლოებებს.

ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში ცვლილებები შეიძლება განპირობებული იყოს, მათ შორის, კანონმდებლობის ცვლილებებით. ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე. თქვენი პასუხისმგებლობაა, პერიოდულად ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს და გაეცნოთ პოლიტიკის განახლებულ ვერსიას. პოლიტიკაში ცვლილებების შემდეგ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენება ან ინფორმაციის მოწოდება ნიშნავს, რომ ეთანხმებით შესაბამის ცვლილებებს.

გამოყენების პირობები

ჩვენი გვერდის გამოყენება ნიშნავს, რომ თანახმა ხართ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე, მათ შორის მზა ჩანაწერებზე („Cookies“), ჩვენს მიერ აღნიშნული პოლიტიკის შესაბამისად დამუშავებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებ-გვერდის გამოყენების პირობების განუყოფელ ნაწილს.