უკუსვლით პარკირება („გარაჟი“) - მოთხოვნები და საჯარიმო ქულები
რას უნდა მიაქციო ყურადღება ზიგზაგის შესრულებისას და რა შემთხვევაში შეიძლება დაგაკლდეს ქულები.

უკუსვლით პარკირება, ე.წ. „გარაჟი“, პრაქტიკული გამოცდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი ტრაექტორია, ავტომობილის ზუსტი კონტროლი და ბოქსში სრულად მოთავსება.
ელემენტის შესრულებისას ავტომობილი უნდა იმოძრაოს განსაზღვრული ტრაექტორიის შესაბამისად. მოძრაობისას უკუსვლით დაგორება 30 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს - დარღვევის შემთხვევაში დაგაკლდება -10 ქულა.
„გარაჟში“ შესვლა უნდა განხორციელდეს უკუსვლის გადაცემის ერთჯერადი ჩართვით. თუ ამისთვის უკუსვლას რამდენჯერმე ჩართავ, დაგაკლდება -15 ქულა.
გაჩერების შემდეგ ავტომობილი სრულად უნდა მოთავსდეს განსაზღვრულ უბანზე. ბოქსიდან გამოსვლა მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყო. ამ მოთხოვნის დარღვევისთვის გათვალისწინებულია -15 ქულა.
ასევე, მთელი მანევრის განმავლობაში ავტომობილი არ უნდა შეეხოს მონიშვნებს ან სადგარებს. ასეთი შეცდომა ფასდება -20 ქულით.
რას უნდა მიაქციო ყურადღება?
ეცადე მანევრი შეასრულო ნელა და კონტროლირებულად. წინასწარ გათვალე საჭის მოხვევის მომენტი, არ იჩქარო და ბოქსიდან გამოსვლამდე დარწმუნდი, რომ ავტომობილი სრულად არის მოთავსებული განსაზღვრულ სივრცეში.
მთავარია სიზუსტე, ერთჯერადი უკუსვლა და მონიშვნებთან შეხების თავიდან აცილება.


